weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას – ირმა ინაშვილი ნიკა მელიას

15:53 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

„მემგონი, ერთხელ ჩხუბი ჯობია და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ, ეს მართლა კრიმინალები ესენი“, – მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა. მელიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კრიმინალები უწოდა.

„ყველას არ ეხება, მაგრამ ამ დარბაზში მე ვხედავ რამდენიმე, დიახაც, კრიმინალს: ბატონი ირაკლი კობახიძე და ბატონი ენზელ მკოიანი... თქვენს სინდისზეა როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა ამ არჩევნების პროცესში და ეს ეხება ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს.

მეორე, ახალქალაქში, გრიგოლ ვაშაძის შტაბზე განხორციელებულ უმოწყალო თავდასხმას, სადაც ოთხი ადამიანი იარაღის ტარებით უმოწყალოდ ცემეს. რას ბედავ შენ, ვიღაცა ხარ, გვარიც არვიცი. ერთი ხმა მაინც თუ ამოგიღია ან დაგიგმია, როდესაც შენი წევრები შენი კოლეგის, ენზელ მკოიანის მეთაურობით შევარდნენ გრიგოლ ვაშაძის შტაბში და გაუხეთქეს თავები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მელიას „უღირსი დამარცხებული“ უწოდა.

„არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. სირცხვილია, მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი, დამარცხებული“, – თქვა კობახიძემ და სიტყვა ირმა ინაშვილს მისცა.

„დამშვიდდით და მიხედეთ თქვენ თავს, თქვენ და სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ. დრო მოვა, ყველა გასამართლდებით. თუ ვერ მშვიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ. თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას. იმიტომ არ ვერევი ამ დისკუსიაში რომ ამ შემთხვევაში პრეტენზია მაქვს „ქართულ ოცნებასთან“.

ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში. წყნარად იჯექი მანდ“, – მიმართა ინაშვილმა მელიას.

ამ გამოსვლას დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას ჯერ ფურცლები შეაყარა, შემდეგ კი მას მასთან ერთად გარეთ გასვლისკენ მოუწოდა. დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში განახლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]